დაბა აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწო


     ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კომპანია ,,აგარის შაქრის" ერთობლივი ძალისხმევით, დაბა აგარის საჯარო სკოლაში 2016 წლის სექტემბერში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწო.

     პროგრამის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

     საკვალიფიკაციო პროგრამები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღიაა როგორც მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურთ პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პროფესიის შეძენა. სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სწავლება, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში მიმდინარეობს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно