გარემოვაჭრეებისთვის პროდუქტის გასაყიდად სპეციალური დახლები მოეწყობა– კალაძე


     გარემოვაჭრეებისთვის პროდუქტის გასაყიდად სპეციალური დახლები მოეწყობა - ამის შესახებ ქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

     როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, 10 აგვისტოდან კონკრეტულ ადგილებზე მსურველები საკუთარი პროდუქტის გაყიდვას ყოველგვარი გადასახადების გარეშე შეძლებენ.

     კალაძის თქმით, მოქალაქეებმა გარე ვაჭრობის უფლების მისაღებად გამგეობებს უნდა მიმართონ და რეგისტრაცია გაიარონ.

     „ქუჩაში ვაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ და მძიმე მდგომარეობაში არიან, გამოდიან და მეტროსთან ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე ცდილობენ თავიანთი პროდუქტის გაყიდვას. რა თქმა უნდა, მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში. ადამიანს, რომ ულხინდეს, ქუჩაში არ დადგებოდა პროდუქტის გასაყიდად, თუმცა არის მეორე მხარეც, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: ჩვენ მაქსიმალურად დაცულები უნდა ვიყოთ, რადგან ეს სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს.

    მე გამგებლებს დავავალე, თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც სწორედ ამ ადამიანებს მივცემდით შესაძლებლობას, გაეყიდათ პროდუქტები. ასეთი ადგილები უკვე გამოყოფილია, დამზადებულია დახლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს, რომლის ხელმძღვანელობითაც მოხდა ამ პროექტის დასრულება. შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, 10 აგვისტოდან ექნებათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ ადგილებზე გაყიდონ თავიანთი პროდუქტი. გამოვყოთ კვირაში 2-3 დღე, როდესაც მოქალაქეებს ექნებათ აქ ვაჭრობის საშუალება. ეს დისკომფორტი რომ ავიცილოთ თავიდან, სწორედ ამისთვის გამოყოფილია კონკრეტული სივრცეები, მოწესრიგებული, გალამაზებული დახლებით. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა", - განაცხადა კახა კალაძემ.

скачать dle 11.0фильмы бесплатно