საქართველოში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაძლიერდა


     საქართველოში მუშაობა დაასრულა, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ, რომლის მიზანი იყო რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შესწავლა ქვეყანაში და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა.

     მისიის მიერ დადებითად შეფასდა ბოლო წლებში გატარებული რეფორმები, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ახალი საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. მისიის ხელმძღვანელის, ქეთრინ ჰანის შეფასებით მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურა საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დაცულობას და უსაფრთხოებას.

     ამასთან მისიამ შესაბამისი რეკომენდაციები მისცა კომპეტენტურ ორგანოებს, რადიაციული უსაფრთხოების სისტემის შემდგომი დახვეწის და განვითარების მიზნით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно