ტრანგენდერ ქალთა აქციაზე ინციდენტი მოხდა


     ცოტა ხნის წინ ტრანგენდერ ქალთა აქციაზე ინციდენტი მოხდა. მოქალაქემ აქციის მონაწილეებს კვერცხი ესროლა. რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. 

     იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერ ქალთა აქცია მიმდინარეობს. ისინი სახელმწიფოს მხრიდან ქალად აღიარებას მოითხოვენ. 

     მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ისინი დაუცველები არიან. პირადობის მოწმობაში სქესის არ მითითება კი გარკვეულ პრობლემებს უქმნით. 

     პარალელურად იუსტიციის სახლთან მოქალაქეების მეორე აქცია მიმდინარეობს, რომელებიც სახელმწიფოს მოუწოდებენ არ მოხდეს ტრანსგენდერ ქალთა აღიარება, მათი თქმით აღნიშნული მდგომარეობა ზნეობრივ ნორმებს ეწინააღმდეგება და ერის გენოციდისკენ მიმართული პროცესია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно