მერია მოსალოდნელ ქართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს


     თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ძლიერი ქარის შემთხვევაში ხეების, მსუბუქი კონსტრუქციებისა და სამშენებლო მოედნების სიახლოვეს ყოფნას მოერიდოს. 

     უწყება განცხადებას ავრცელებს და ასევე მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, მეტი გულისყურით მოეკიდონ უსაფრთხოების მოთხოვნებს.

     უამინდობა და ნალექი საქართველოს მასშტაბით კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. უმეტეს რაიონებში შესაძლოა, ძლიერი ქარიც იყოს.

     რამდენიმე გრადუსით დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. შავ ზღვაში 5 ბალიან შტორმსაც ელოდებიან, თუმცა სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა სანაპირო ზოლს არ დააზარალებს და შტორმი შუა ზღვაში უნდა დაფიქსირდეს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно