,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ,,სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ"– კალაძე


    ,,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ,,სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ" – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


     ,,დღეს ნათლად გამოიკვეთა კომპანია ,,სითი პარკის” პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასთან და მაღალ სტანდარტებთან. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომპანია არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს რომელიც სისტემატიური პრობლემის შექმნის მიზეზია.


     აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ,,სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ.ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 ჭლის 10 აპრილიდან. სისთი პარკის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно