,,სითი პარკის" გაუქმება სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია"– ტყემალაძე


     ,,სითი პარკის" გაუქმება სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია"– ასე გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კალაძის გადაწყვეტილებას.
 
     ,,დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო დღეს თბილისის მთავრობამ. 2018 წლის 10 აპრილიდან ,,სითი პარკთან'' დადებული ხელშეკრულება მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გაუქმდება.

     ,,სითი პარკის'' მიერ შემოთავაზებული საპარკინგე ინფრასტრუქტურა და წესები, წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი იყო თბილისელებისთვის, რაც მათ მუდმივ უკმაყოფილებას იწვევდა.

     დარწმუნებული ვარ, თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება– მიაჩნია ტყემალაძეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно