,,ერთი დაზარალებული უკვე გუდაურშია და სრიალებს" – ქუმსიშვილი


     ჩვენ დღეს დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს და რა თქმა უნდა, გაატარებენ კარგ დროს ჩვენ ქვეყანაში როგორც სასრიალოდ, ისე სხვა მიმართულებით, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში დაშავებულების მონახილებისას, რომლებიც მკურნალობას თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში გადიან.

     „ერთი დაზარალებული დღეს დილით ადრე გაეწერა და გვთხოვა, დილიდანვე აგვეყვანა გუდაურში, რათა სასრიალოდ დღე არ დაეკარგა. შესაბამისად, ის უკვე გუდაურშია და სრიალებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი ინფორმაციით, მუშაობს მთელი გუდაურის კურორტი, ყველა დანარჩენი საბაგირო. 

     "ადამიანები სრიალებენ და უნდა გააგრძელონ თავიანთი დასვენება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно