სამინისტრომ სამეგრელოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს სახლი შეუსყიდა


     2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს შეუსყიდა.

     ეკომიგრანტი ოჯახები, 25 000 ლარის ფარგლებში, სახლებს თავისი სურვილის მიხედვით არჩევენ. კერძო სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

     სახელმწიფომ, 2013 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი სახლი 1000-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა.

     2018 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად, იგეგმება კიდევ 445 ოჯახის განსახლება, ამ ეტაპზე, 70-მდე სახლი უკვე შესყიდულია.
скачать dle 11.0фильмы бесплатно