,,აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება"– ციხელაშვილი


     ,,აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება"– ამის შესახებ სახემწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის კომენტირებისას განაცხადა. 
 
     ,,ამ წუთებში მოხდა ცხედრის გადმოცემა, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საქმეში. აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება. უპირველესად ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ამ მძიმე წუთებში კი, მნიშვნელოვანია ოჯახს და ახლობლებს მიეცეთ მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების საშუალება, ხოლო სახელმწიფოს და საზოგადოებას ღირსეული პატივი მივაგოთ მას" –განაცხადა ციხელაშვილმა.

     ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, შემდეგ კი წილკანში გადაასვენებენ.
 
     შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно