სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლი იწყება


     სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, შეფასდება პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა - იგულისხმება სათამაშოების, როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები.

     სათამაშოების ბაზარზე ზედამხედველობა განხორციელდება, როგორც დოკუმენტური, ისე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით.

     სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

     სათამაშოების ზედამხედველობას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შექმნილი ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო იქნება 2021 წლიდან.

     უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდება აღსრულებითი ზომები, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს - მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას იმ შემთხვევებში, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.
скачать dle 11.0фильмы бесплатно