თბილისში სოციალურად დაუცველთა ორ სასადილოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა


     სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოები შეამოწმა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

     მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი 63 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც კრიტიკული შეუსაბამობა მხოლოდ 2 შემთხვევაში აღინიშნა. სააგენტოს სპეციალისტებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ბიზნესოპერატორებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს.

     სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქციის ვარგისიანობა.

     გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно