თქვენმა წარმომადგენლებმა ბოზი დამიძახეს – ელენე ხოშტარია


      „დამიძახეს ბოზი თქვენმა წარმომადგენლებმა. ან მომცემთ სიტყვას, ან დავტოვებ შეხვედრას"- განაცხადა ხოშტარიამ, სასტუმრო „ბილტმორში." 
 
     დღეს ხმაურისა და დაპირისპირების გამო თბილისის გენერალური გეგმის განხილვა ჩაიშალა.

     დაპირისპირება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს ვატო შაქარაშვილსა და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას შორის მოხდა.

     ხოშტარიას მტკიცებით, მას ვატო შაქარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

     გენერალური გეგმის განხილვის დროს ვითარება ასევე დაიძაბა „ახალი საქართველოს" ლიდერ გიორგი ვაშაძესა და ვატო შაქარაშვილს შორის. დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, გიორგი ვაშაძემ შაქარაშვილს ლიფსიტა უწოდა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно