,,ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესი შეჩერდება" –კალაძე


     ,,თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს"– ამის შესახებ დედაქალაქი მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

     კალაძის განმარტებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე დგას.

     ,,აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე დგას, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე, ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა. უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა. მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე, შეიმუშაოს ერთიანი ხედვა - განვითარების ჩარჩო გეგმა, რომელსაც მომავალში აღნიშნული არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები დაეფუძნება– აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
 
     მერის ინიციატივით, უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებშიც, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობასა და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად.

     ,,საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გაიზარდოს. ასევე, დაცული იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები. ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი დამოკიდებულება და მიდგომაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით - ხელს შევუწყობთ, რადგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია, ამ სექტორში ბევრი ადამიანია დასაქმებული, თუმცა ქალაქის განვითარება სწორად უნდა მოხდეს– განაცხადა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно