,,ფეისბუქი" მუდმივ ბრძოლას აწარმოებს რუსული საინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ"- მარკ ცუკერბერგი


     ,,ფეისბუქი" მუდმივ ბრძოლას აწარმოებს რუსული საინფორმაციო კამპანიების წინააღმდეგ, რათა სოციალური ქსელის ბოროტად გამოყენების საშუალება არ მისცეს, - განცხადება ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

     ცუკერბერგმა აღიარა, რომ 2015 წელს, როცა მათ „კემბრიჯ ანალიტიკის" მიერ სოციალური ქსელის მომხმარებლების მონაცემთა მითვისების შესახებ შეიტყვეს, მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ.

     „ჩვენ გავაუქმეთ აპლიკაცია და მოვთხოვეთ დეველოპერებსა და „კემბრიჯ ანალიტიკას", რომ წაეშალათ ყველა მონაცემი, რომელიც მანამდე ჰქონდათ მოპოვებული. მათ გვითხრეს, რომ ასეც მოიქცნენ. ამ გადასახედიდან, დიდი შეცდომა იყო მათი ნდობა. ჩვენ სიღრმისეულად უნდა გამოგვეძიებინა და სრული აუდიტი ჩაგვეტარებინა. ასეთ შეცდომას მომავალში აღარ დავუშვებთ. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ, წარმოუდგენელია, დააარსო კომპანია სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში, შემდეგ ამ მასშტაბებამდე გაზარდო და ამ პროცესში შეცდომები არ დაუშვა. რადგანაც ჩვენი სერვისის ხასიათი ისეთია, რომ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებასა და ინფორმაციის გაცვლას ემსახურება, შეცდომებიც მრავალფეროვანი იყო",– განაცხადა ცუკერბერგმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно