დავით სერგეენკო ესპანეთში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა


     შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესპანეთში, ქ. სიტჯესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. სხდომაზე მსოფლიოს 11 ქვეყნის წარმომადგენელი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი, მსოფლიო ბანკისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლები არაგადამდებ დაავადებებზე რეაგირების საკითხებს განიხილავენ. 

     შეხვედრაზე დავით სერგეენკო სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა თავის სიტყვაში ყურადღება არაგადამდები დაავადებების მართვაზე, საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებს მიაპყრო. დავით სერგეენკომ ხაზგასმით ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული სამიტების მნიშვნელობაზეც, რაც ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.

     „დღევანდელი შეხვედრის მისია უმნიშვნელოვანესია მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის. არსებული გამოწვევები და პრობლემები შესაძლებელია, მრავალ ქვეყანას აწუხებდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნების ხედვების გაზიარება უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ დავინახოთ და განსაზღვროთ სხვადასხვა თვალით დანახული გამოწვევები."

     ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის რეგიონული შეხვედრა დღეს გაიხსნა და 18 აპრილს დასრულდება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно