კახა კალაძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო „თელასს“ თანამშრომლობისთვის"


     კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიამ კომპანია „თელასთან" კონსულტაციები დაიწყო, რათა პრობლემური ელექტროხაზების მიწისქვეშ გაყვანა ეტაპობრივად მოხდეს.

     მისი თქმით, თბილისში, ზოგიერთი ქუჩის შუა ნაწილში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ავტომობილების გადაადგილების შეფერხებებს იწვევს.

     „როგორც ვიცი, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები „თელასთან", რათა აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ გაყვანა მოხდეს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ძალიან დიდ მოცულობას გამოვათავისუფლებთ და თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

     თბილისის მერმა კომპანია „თელასს" თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ჩატარდება.

     „მინდა, მადლობა გადავუხადო „თელასს" თანამშრომლობისთვის. სამუშაოები ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ჩატარდება. იმედი მაქვს, პროექტს ძალიან მალე განვახორციელებთ და ამ კონკრეტული გზების გაფართოება მოხდება, რადგან იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის წლების განმავლობაში, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно