აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა


     აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

     ბარბარა ბუშს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მან ბოლო პერიოდში, მკურნალობაზე უარი განაცხადა და დროის გატარება ოჯახის გარემოცვაში გადაწყვიტა.

     ბარბარა ბუში ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტ ჯორჯ H.W. ბუშზე 73 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. ის იყო აშშ-ის 43-ე პრეზიდენტ ჯორჯ W. ბუშის დედა. მისი კიდევ ერთი ვაჟი, ჯები, ფლორიდას შტატის ყოფილი გუბერნატორია.

     დღეს საჯარო დაწესებულებებზე, სამხედრო ობიექტებზე, ასევე საზღვარგარეთ ამერიკის საელჩოებზე დროშები დაშვებული იქნება.
     ბარბარა ბუშის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვა დონალდ ტრამპმა.

скачать dle 11.0фильмы бесплатно