საქართველო ტყის ეროვნული დონის ინვენტარიზაციას იწყებს


     სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს სლოვენიის სატყეო სამსახურის ტყის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობენ.

     საქართველო მიმდინარე წელს იწყებს ტყის ეროვნული დონის ინვენტარიზაციას, რაც აქამდე ქვეყანაში არ განხორციელებულა. ინვენტარიზაცია 2019 წელს დასრულდება და საქართველოს ექნება მნიშვნელოვანი მონაცემები ქვეყნის ტყეების მდგომარეობის შესახებ, რაც ტყის მდგრადი მართვის დაგეგმვისა და ტყესთან დაკავშრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს და ამავდროულად ხელს შეუწყობს საერთაშრისო ანგარიშგებას.

     ქვეყნის ტყეების შესახებ განახლებული მონაცემები იძლევა ტყითსარგებლობისა და ტყის მართვის უკეთ დაგეგმვის საშუალებას და ტყის მდგრადად მართვის შესაძლებლობას, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე ტყის რესურსებზე მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მხრივ.
სლოვენია ბუნებრივი ტყეების მართვის საუკეთესო პრაქტიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტყის ინვენტარიზაციის, საინფორმაციო სისტემებისა და დაგეგმვის მიმართულებით. 

     შეხვედრაზე ტყის ინვენტარიზაციის, ტყითსარგებლობის დაგეგმვის, ტყის შესახებ მონაცემთა მოგროვებისა და მართვის საკითხები განიხილეს. შეხვედრა გერმანიის საერთაშორიოს თანამშრომლობის საზოგადოების GIZ მხარდაჭერით გაიმართა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно