სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობამ ლოგისტიკური სწავლება „დასავლეთის აღალი-2018“ ჩაატარა » UltraPress.Ge
სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობამ ლოგისტიკური სწავლება „დასავლეთის აღალი-2018“ ჩაატარა


     ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობამ ლოგისტიკური სწავლება „დასავლეთის აღალი-2018" ჩაატარა. სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდლობის ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოგისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლება იყო.

     სწავლების სცენარის მიხედვით გათვალისწინებული ოპერაციების დროს ქვედანაყოფების უზრუნველყოფის ელემენტების საბრძოლო მზადყოფნის დონე შემოწმდა და შეფასდა, განხორციელდა ლოგისტიკური ოპერაციები, გაიშალა საველე ჰოსპიტალი, ასევე მოეწყო ზურგის მართვის და ძირითადი მომარაგების პუნქტები.

     თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი უწყებაში ლოგისტიკის წლად გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის მიზანი შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეცენტრალიზება, ავტონომიურობა, მობილურობა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მართვისა და კონტროლის გამარტივებაა. თავდაცვის მინისტრის თქმით, თითოეული ქვედანაყოფის ხარჯებისა და რესურსების მოდელირების მიზნით ავტომატიზებული სისტემები დაინერგება, რაც უწყებას რესურსების უკეთ მართვის შესაძლებლობას მისცემს. რეფორმის ფარგლებში, ასევე, მარაგების ანალიზის, მხარდაჭერის შესაძლებლობებისა და 2018 წლის ლოგისტიკის სამოქმედო გეგმა შემუშავდა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно