მინისტრის მოადგილედ მზია გიორგობიანი დაინიშნა


      საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილედ  მზია გიორგობიანი დაინიშნა. 2014 წლის აგვისტოდან  მზია გიორგობიანი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სახელმწიფო ვალის  და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 

     ამავე სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა  2001 წლიდან,  საჯარო სამსახურში გადასვლამდე კი დასაქმებული იყო კერძო სექტორში. 

     მაია ცქიტიშვილს ამ ეტაპზე სამი მოადგილე ჰყავს - პირველი მოადგილეა ირაკლი ქარსელაძე, რომელიც პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. მოადგილეები არიან ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი. 
 
скачать dle 11.0фильмы бесплатно