აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს (ფოტო)


     აფხაზეთიდან გადმოსვენებული 12 მებრძოლის ნეშტი დღეს დიღომში ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე" -ზე სამხედროპატივით დაკრძალეს. ქართველი მებრძოლების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიაგო პატივი. ლევან იზორიამ პირადად მიუსამძიმრა დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებს და განაცხადა, რომ ქართველი გმირების ღვაწლი ფასდაუდებელია.

     წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად 1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 18 სამხედრო მოსამსახურისა და 4 სამოქალაქო პირის იდენტიფიკაციას რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

     დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. დაღუპული მოქალაქეების ნაწილი ოჯახების სურვილის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გადაასვენეს.

     წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა, მას შემდეგ 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 148 ამოცნობილია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.
 
 
 
 
 
 


 

 

 
 

 
 

 

 
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно