ვარდების რევოლუციის მოედანს სახელი შეეცვლება


     ვარდების რევოლუციის მოედანს სახელი შეეცვლება და მას  პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება– ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

     კახა კალაძე იმედს გამოთქწვამს, რომ აღნიშნულ ინიციატივას ბევრი ადამიანი დაუჭრს მხარს.
 
      ,,თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში 18 ლოკაცია დასახელდა. ერთ-ერთი გახლავთ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. განსახილველად არის 20 დღიანი ვადა, რათა გადაწყვეტილება იქნას მიღებული. თქვენ იცით, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს. იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას"– აღნიშნა კახა კალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно