დღეს დილით ლიბიიდან კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური დაბრუნდა


     დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური, სოსლან კაკაბაძე, რომელიც 2015 წლიდან დაკავებული იყო ლიბიაში. 

     ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მეზღვაურს დახვდნენ ოჯახის წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები. 

     სოსლან კაკაბაძემ და მისი ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს მისი გათავისუფლების საქმეში ჩართულობისა და გატარებული საქმიანობისთვის. 

     აღსანიშნავია, რომ ქართველი მეზღვაურის დაკავებიდან 2015 წლიდან ამ დრომე ლიბიაში არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის გამო სოსლან კაკაბაძის საქმის სასამართლო განხილვა ვერ ხერხდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტენსიური სამუშაო ჩაატარა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად, გამოიყენა რა ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმები - უცხოელი პარტნიორების და ლიბიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. სოსლან კაკაბაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა ეგვიპტეში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი ლიბიაში და მისი შეხვედრები ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

     ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. 

     როგორც სოსლან კაკაბაძის დახვედრის დროს ბათუმის აეროპორტში საქართველოს სააგრეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა ქრათველი მეზღვაურის გათავისუფლების პროცესი იყო რთული, თუმცა კოორდინირებული მუშაობით და პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ შედეგის მიღება. მისივე თმით მაისის მეორე ნახევრში გაიმართება ლიბიაში მყოფი დანარჩენი ქართველი მეზღვაურების საქმის განხილვა.

скачать dle 11.0фильмы бесплатно