,,სულ სიკეთე აკეთეთ და სიკეთე დაგიბრუნდებათ"– პატრიარქი


     დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დამთავრების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ.

     უწმინდესის განმარტებით, წმინდა გიორგის, როდესაც აწამებდნენ, მასთან მაცხოვარი იყო.

     „წმინდა გიორგის როცა აწამებდნენ და იცლებოდა სისხლისგან, მან წარმოთქვა სიტყვები: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე." სინამდვილეში ის მარტო არ იყო. ღმერთი იყო მასთან. მას მოესმა ხმა – „ნუ გეშინია გიორგი, მე შენთანა ვარო". მაცხოვარი მასთან იყო და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ არ განშორდეს საქართველოს. მშვიდობა და სიხარული მოგცეთ ღმერთმა. სულ სიკეთე აკეთეთ და სიკეთე დაგიბრუნდებათ. ღმერთმა დაგლოცოთ", – აღნიშნა ილია მეორემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно