,,სირცხვილია, როცა 21-ე საუკუნეში ჩეჩმა დგას ქალაქის ცენტრში" – ნიკოლოზ მჟავანაძე


      ,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე კულტურული ძეგლების სიახლოვეს არსებული საპირფარეშოების პრობლემას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

      მჟავანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს არსებული პრობლემა მოაგვაროს, ვინაიდან მსგავსი შემთხვევები ნეგატიურად აისახება ქართულ ეკონომიკაზე.
 
      ,,ვინც ეკლესიაში მხოლოდ შობასა და აღდგომას დადის შეიძლება იმ პრობლემას ვერ წააწყდეს რაც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაგხვდება, მაგრამ მილიონობით ტურისტი და უამრავი მომლოცველი რომელიც სამების ტაძარში მივა თვალნათლივ ნახავს მოუწესრიგებელ საპირფარეშოს პრობლემას, რომელიც სიმართლე ვთქვათ ყველა ტაძართან და კულტურის ძეგლთან გვხვდება. სირცხვილია, როცა 21-ე საუკუნეში ჩეჩმა დგას ქალაქის ცენტრში. კარგი ქართველები ფეხებზე გკიდიათ, მაგრამ იმ ტურისტებზე მაინც იფიქრეთ ვისზეც დგას დღეს ქართული ეკონომიკა. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს როგორც სამების ასევე სხვა კულტურული ძეგლების სიახლოვეს არსებული საპირფარეშოების პრობლემა გადაწყვიტოს, მითუმეტეს ამას მილიონობით ლარი ნამდვილად არ სჭირდება. სირცხვილია საპირფარეშოების პრობლემაზე რომ გვიხდება საუბარი, ტურიზმის მექაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნის ხელისუფალნო"– წერს ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно