რა იწვევს ქოშინს?


     სუნთქვის სიხშირეა წუთში 16–20. ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც მკვეთრად მატულობს ორგანიზმში, კერძოდ, კუნთებში ჯანგბადის მოთხოვნილება სუნთქვა ხშირდება და ღრმავდება, რითაც უზრუნველყოფილია ფილტვის ვენტილაციის გაძლიერება. ჟანგბადის მეტი რაოდენობის მიწოდება და ზედმეტი ნახშიროჟანგის მოშორება. დასვენებისას ამგვარი ფიზიოლოგიური ქოშინი წყნარდება. 1–3 წუთის განმავლობაში და იგი ჯანმრთელ ადამიანს არ აწუხებს.

     შემაწუხებელი ქოშინი ვითარდეაბა ისეთ პირობებში, როდესაც ორგანიზმს არ ჰყოფნის ფილტვით შესუნთქული ჟანგბადი. ასე ხდება, მაგალითად დიდ სიმაღლეზე ასვლისას, როდესაც მკვეთრად მცირდება ჰაერით შესუნთქული ჟანგბადის რაოდენობა. ამ პირობებში ვითარდება ე.წ. სიმაღლის დაავადება, ქოშინი შეიძლება განვითარდეს აგრეთვე სიცხეში. ჩვეულებრივ ქოშინი დაკავშირებულია რაიმე დაავადებასთან (პათოლოგიური ქოშინი). უფრო ხშირად ეს არის ფილტვებისა და სუნქვის სხვა ორგანოების, გულისა და სისხლძარღვთა დაავადებები სისხლის მიმოქცევის უკმარისობის მოვლენებით. უფრო იშვიათად ქოშინის მიზეზი შეიძლება იყოს ანემია, ზოგიერთი ნივთიერებით, მაგალითად ნახშიროჯანგით მოშხამვა.ზოგჯერ იგი გამოწვეულია ნერვული მოშლილობებით სუნქვის ცენტრის აღგზნების გამო. 

      ქოშინს ადამიანი აღიქვამს ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით. სუნქვის სიხშირე ჩვეულებრივ მომატებულია, სუნთქვითი მოძრაობები ღრმა, მაგრამ გხვდება შემთხვევები, როდესაც სუნქვა გაიშვიათებულია, ზოგჯერ შეიძლება იგი ზერელე იყოს. 

     ქოშინის თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან არასწორად გამოყენებულმა წამალმა შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. ავადმყოფმა უსათუოდ უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც დაადგენს ქოშინის მიზეზს და შესაბამის მკურნალობასაც დაუნიშნავს.

скачать dle 11.0фильмы бесплатно