რატომ არ უნდა აღნიშნოს მართლმადიდებელმა ,,ვალენტინობა?"
,,სიყვარულის დღე" თუ კომერციული საქმიანობა?


     ბოლო დროს ,,სიყვარულის დღის,” ანუ ,,ვალენტინობის” აღნიშვნა სულ უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს საქართველოში. სამწუხაროდ ბევრმა არ იცის, აღნიშნული დღის წარმოშობის ისტორია. წარმათული რიტუალი, რომელიც ჯერ კიდევ ძველი რომიდან იღებს სათავეს, მომგებიან კომერციულ საქმედ იქცა...  
   
      სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილია, რომ ადრეულ ხანაში, სხვადასხვა დროს (დაახლოებით 270 წლამდე) სარწმუნოებისთვის სამი ადამიანი ეწამა, რომელთაც სახელად ვალენტინი ერქვათ. პირველი მათგანი კართაგენში ეწამა სხვა ქრისტიანებთან ერთად, მეორე  იტალიის ქალაქ ინტერამის ეპისკოპოსი იყო, რომელიც ცხოვრობდა ჳჳჳ საუკუნეში და გააჩნდა სულიერი და ხორციელი კურნების ნიჭი. მისმა ლოცვითმა სასწაულებმა მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. წმინდა ვალენტინი ითვლება ახალგაზრდობის მოძღვრად: მის მიერ მოქცეულ ქრისტიანებს შორის იყო ინტერამის მრავალი წარჩინებული ახალგაზრდა. ამის გამო ქალაქის განრისხებულმა წარმართმა მმართველებმა იგი აწამეს 273 წ. მესამე წმიდანი დაახლოებით 270 წელს ეწამა და რომის მახლობლად არის დაკრძალული. მევ-ე საუკუნის ბოლოს სამივე მოწამე სხვა რიგ მოწამეებთან ერთად წმიდათა დასში შერაცხეს. 1969 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდათა კალენდრის რეფორმა ჩაატარა და წმ. ვალენტინის მოხსენიების დღე საერთოდ გააუქმა იმ მიზეზით, რომ ამ წმიდანის შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია გააჩნდათ. ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია ორივე წმინდანს სათანადო პატივს მიაგებს – წმ. ვალენტინ რომაელის ხსენება 19(6) ივლისს აღინიშნება, ხოლო  ინტერმანის ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე ვალენტინის ხსენება 12 აგვისტოს (30 ივლისს ძვ.სტ).

      1382 წელს ინგლისელმა პოეტმა ჯეფრი ჩოსერმა პოემაში "ფრინველთა პარლამენტი” ახსენა, რომ წმ. ვალენტინის დღეს ფრინველები მეწყვილეს ძებნას იწყებენ. ეს ფრაზა რომანტიული ლიტერატურეს სხვა ავტორებმა აიტაცეს და საკუთარ ნაწარმოებში გაავრცელეს. შუასაუკუნეებში ინგლისსა და შოტლანდიაში 14 თებერვალის წინა დღეს განსაკუთრებულ ყუთში ვაჟები პაწაწინა ქაღალდებს დებდნენ მათზე დაწერილი გოგონების სახელებით. მეორე დღეს სათითაოდ ამოიღებდნენ ამ ქაღალდებს და ვისაც რომელი ქალიშვილის სახელი შეხვდებოდა, იმ წელს ის ხდებოდა მისი სატრფო.

     აღნიშნული წესჩვეულება წარმართული დროიდან მომდინარეობს – გადმოცემის თანახმად ჯერ კიდევ ძველ რომში ქალები თავის შეყვარებულებისთვის გაფერადებულ წერილებს სპეციალურ ყუთში დებდნენ. სინამდვილეში კი თებერვლის ზუსტად ამ დროს რომის იმპერიაში ტარდებოდა წარმართული, გარყვნილი ფესტივალი ლუპერცალია, რომელიც მიძღვნილი იყო ‘‘მგზნებარე’‘ სიყვარულის ქალღმერთ ჟუნო ფებრუატა-სადმი. ამ ზეიმის დროს   ქურუმები მსხვერპლად თხას და ძაღლს სწირავდნენ, შემდეგ მათი ტყავისგან მათრახებს ამზადებდნენ და შიშველები დარბოდნენ საკერპოს გარშემო. ამ მათრახებით ისინი იქ შეკრებილ ხალხს სცემდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ვისაც მათრახი მოხვდებოდა, მას სიყვარულში გაუმართლებდა. მერე ხალხი იწყებდა ლხინს და ყოველი ესწრაფვოდა თავისი ვნებიანი მეწყვილის პოვნას. აი, საიდან იღებს სათავეს ხსენებული ღონისძიება, რომლის დანერგვასაც ცდილობენ ჩვენში. საქმე იმაშია, რომ დროთა განმავლობაში ამ დღის აღნიშნვა და ერთმანეთისთვის სუვენირების და წერილების ჩუქების ტრადიცია ინგლისიდან და საფრანგეთიდან აშშ-ში ჩასულმა ემიგრანტებმა დაამკვიდრეს, რამაც შემდგომ ფრიად მომგებიან კომერციულ საქმედ იქცა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно