,,ტურიზმი ჩვენს ეკონომიკაში აგენერირებს ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით"– ქუმსიშვილი


     „ტურიზმი ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აგენერირებს ჩვენს ეკონომიკაში ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც მთელი ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

     კონფერენცია „Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების" ორგანიზებით მოეწყო. 

     პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, „თუ შარშან ექსპორტ-რეექსპორტმა 2 მილიარდ 760 მილიონი დოლარი დაგენერირა ჩვენს ქვეყანაში, ტურიზმმა - 2 მილიარდ 750 მილიონი დოლარი მოიზიდა, როგორც სერვისების ექსპორტმა." 

     დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ახალი გადათვლილი მეთოდოლოგიით, 2017 წელს 7 მლნ. 900 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს. 

     „წელს ჩვენ ასევე რეკორდულ მაჩვენებლებს ველოდებით,” - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

     ტურიზმისა და მასპინძლობის მე-3 კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი და მედია.
скачать dle 11.0фильмы бесплатно