პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2017 წელს 20.6 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი


      სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1888.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4 პროცენტით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

     2017 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში აზერბაიჯანიდან განხორციელდა – 465 მლნ აშშ დოლარი. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები – 356.7 მლნ აშშ დოლარი, მესამე ადგილზეა კი, თურქეთი – 286.3 მლნ აშშ დოლარი. ასევე, 10 უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის არიან გაერთიანებული სამეფო საქართველოში განხორციელებული 248.9 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, ჩეხეთი – 142.5 მლნ აშშ დოლარი, აშშ – 79.7 მლნ აშშ დოლარი, ლუქსემბურგი – 68.3 მლნ აშშ დოლარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 57.8 მლნ აშშ დოლარი; პანამა – 52.8 მლნ აშშ დოლარი; ჩინეთი  – 40.3 მლნ აშშ დოლარი.

     ამასთან, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 489.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციის საერთო მოცულობის 25.9 პროცენტია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი 302.6 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე – მშენებლობა 284.8 მლნ აშშ დოლარით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно