10581 გადამხდელს 309 373 063.00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა


     საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.08.2018-19.09.2018) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, გადასახადის 10581 გადამხდელს ჯამურად 309 373 063 00 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. კერძოდ:

     ა) ქვეპუნქტის მიხედვით - 309 372 599.50 ლარი ჩამოეწერა 10580 გადამხდელს; 
     გ) ქვეპუნქტით - 463.30 ლარი ჩამოეწერა 1 გადამხდელს
 
     შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის საფუძველზე. ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

     შეგახსენებთ, აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის ივლისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2018 წლის 1 აგვისტო). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ბ) ქვეპუნქტი გაუქმებულია, გ) ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი და ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

     ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;

     გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.

     შენიშვნა: ამ ცვლილებამდე ორჯერ მოხდა ძველი საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა.

     1. პირველ ეტაპზე, იმ პერიოდში მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 104 279 889.73 ლარი, მათ შორის: ა) ქვეპუნქტით - 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი, ბ) ქვეპუნქტით - 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი, გ) ქვეპუნქტით - 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი.

     2. მეორე ეტაპზე, იმ პერიოდში მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 02.06.2016 წლიდან 02.08.2018 წლამდე პერიოდში საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 36 751 გადასახადის გადამხდელს ჯამში 1 692 744 567.90 ლარი, მათ შორის: ა) ქვეპუნქტით - 35 506 გადამხდელს 1 684 278 799.80 ლარი, ბ) ქვეპუნქტით - 1 213 გადამხდელს 8 442 780.70 ლარი, გ) ქვეპუნქტით - 32 გადამხდელს 22 987.50 ლარი.)
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно