ბიუჯეტის პროექტში საგარეო ვალის საპროგნოზო მოცულობა 395 მილიონი ლარით გაიზარდა


     დოლარი-ლარის გაცვლითი კურსის გამო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში საგარეო ვალის საპროგნოზო მოცულობა 395 მილიონი ლარით გაიზარდა.

     თუ ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველად წარდგენილ ვარიანტში მომავალი წლის ბოლოსთვის საგარეო ვალის სავარაუდო მოცულობა 15,315 მილიარდ ლარს შეადგენდა, ახალი დოკუმენტით ეს მაჩვენებელი 15,710 მილიარდი ლარის ნიშნულზეა.

     ამასთან, მთლიანი სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში 19,715 მილიარდი ლარის ნაცვლად, 20,110 მილიარდი ლარს შეადგენს.

     ბიუჯეტის პირველი წარდგენისას დოკუმენტში დოლარი-ლარის კურსი 2.63 ნიშნულზე იყო განსაზღვრული, ახალ პროექტში კი, კურსი 2.7 ნიშნულზეა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно