საქართველოდან ექსპორტი 24%-ით გაიზარდა


     საქართველოდან ექსპორტი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ- ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 324.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

     ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდზე 18.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 033.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (24.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 291.2 მლნ. აშშ დოლარი (16.8 პროცენტით მეტი).

     უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 5 257.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно