,,როდესაც ვინმე თხოვდება, ან ქორწინდება ხარჯების დაფარვას ,,სილქნეტს" სთხოვს?"– ჟურნალისტი


      ჟურნალისტი ანა ქევხიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
 
     ,,რასაც ,,სილქნეტი" აკეთებს შედეგია იმის, რომ ქვეყანაში არ არსებობს კანონი მონოპოლიის და კონკურენციის შესახებ! ოპერატორმა ძალიან ,,მანუგეშა" სულ რაღაც 4 ლარით იზრდება ინტერნეტის გადასახადიო! ამასთან, კოპანიის მადლობელი უნდა ვიყო, რომ აღნიშნული ინფორმაცია 2 თვით ადრე შემატყობინა და კიდევ კომპანია მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე, რომ გაუმჯობესებული პირობები შესთავაზოს მოსახლეობას.
 
     ვინმემ გთხოვათ სიჩქარის გაორმაგება?!... სრულიად მაკმაყოფილებდა აღნიშნული პაკეტი და ის სიჩქარე რომელიც მქონდა. თუ ეგრე ზრუნავთ მომხმარებლებზე, კეთილი ინებეთ და შექმენით ცალკე პაკეტი! გასაგებია, რომ ,,სილქნეტს" ,,ჯეოსელზე" დაქორწინება ძვირი დაუჯდა, მაგრამ მოქალაქეებმა რა დავაშავეთ? როდესაც ვინმე თხოვდება, ან ქორწინდება ხარჯების დაფარვას ,,სილქნეტს" სთხოვს?"– წერს ანა ქევხიშვილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно