ლარის კურსის მიმართ არანაირი ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს – მაჭავარიანი


     ,,ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არ უწყობს ხელს გაუფასურებას, ეს მცდარი მოსაზრებაა"- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

     მისი თქმით ლარი წლის ბოლომდე გამყარდება.

    ,,საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადაჩვენი ფისკალური დავალიანება დაგეგმილის ფარგლებშია. ჩვენი ხარჯვა ძალიან პასუხისმგებლიანი ხარჯვაა, შესაბამისად, ამ მხრივ ლარზე ზეწოლა არ არის, თუმცა, არაერთხელ ვთქვით, რომ სხვადასხვა ფაქტორი იყო, მათ შორის, საგარეო, შიდა პოლიტიკური ფაქტორები, რამაც ეს გამოიწვია. ეროვნული ბანკი ამას ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს, არის კოორდინაცია, მაგრამ მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა.

    ,,მე მჯერა, რომ ის ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში გადაიდგა, დღეს ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციაც განხორციელდა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში თავის ნაყოფს გამოიღებს და არამარტო დაასტაბილურებს, არამედ, წლის ბოლომდე ლარი გამყარებას დაიწყებს. ეს პროცესი რამდენიმე თვეს გაიწელება, თუმცა პროგნოზები და მოლოდინები ლარის მიმართ არის პოზიტიური. არანაირი ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს,"- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

    შეგახსენებთ, რომ  დოლართან მიმართებით უკიდურესად გაუფასურებული ლარი, რომელიმაც გუშინ სამიან ნიშნულს გადააჭარბა, დღეს თითქმის სამი თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაცვლითმა კურსმა დღეს საღამოს  - 2.9546 თეთრი შეადგინა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно