,,საქართველოს ინვესტორები ენდობიან" – თურნავა


     დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „აწარმოე საქართველოს" სახელით, ინვესტიციების მოზიდვის ახალი პროაქტიური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, ახალი სტრატეგიის შედეგად დამატებით 3 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება.

     „ჩვენ ვდგავართ რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე. საქართველოში ინვესტიციების დინამიკა დამოკიდებულია მსხვილი პროექტების დაწყება-დასრულების ვადებზე. სწორი და გამართლებული იქნება, განვიხილოთ ეს მაჩვენებელი საშუალოვადიან ჭრილში. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი არის გაზრდილი 35%-ით, წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მთელ რიგ აღმოსავლეთ ქვეყნებთან შედარებით, სამჯერ უფრო მაღალია მშპ-ში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი. დამაიმედებელია მშპ-ს სტატისტიკა 2019 წლის მესამე კვარტალში. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ინვესტორები ენდობიან", - განაცხადა ნათია თურნავამ.   
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно