2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა


     ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

     ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 17%-ით მეტია.

     ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 17%, ჩინეთი - 2%, აშშ - 48% და დიდი ბრიტანეთი - 60%. 

     ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 45%, გერმანია - 40%, ბელარუსი - 74%, ისრაელი - 80%, ესტონეთი - 20%, რუსეთი - 9%, მოლდოვა - 8738%, ნიდერლანდები - 17%, ჩეხეთი - 34%, შვედეთი - 636%, ბულგარეთი - 30%, მონღოლეთი - 40% და ა.შ.

     2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%).

     მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно