მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ“- ლევან დავითაშვილი


      „კახეთში რთველი დაწყებულია. მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვთ. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
 
     მისი თქმით 80 თეთრიანი ფასის პირობა შესრულებულია, თუმცა კონკურენციის პირობებში, სხვადასხვა მიკროზონაში ფასი შეიძლება უფრო მეტი იყოს.
 
     კომპანიები აქტიურად არიან ჩართულები ყურძნის ჩაბარების პროცესში. 80 თეთრიანი ფასის პირობა, რომელიც ბაზარზე დავაწესეთ, შესრულებულია. თუმცა, კონკურენციის პირობებში, სხვადასხვა მიკროზონაში ფასი შეიძლება უფრო მეტიც იყოს. გარდა ამისა, ჩვენ კომპანიისთვის გავაჩინეთ იაფი ფინანსური რესურსი. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმული იყო იმისთვის, რომ ქართული კომპანიებისთვის მსყიდველობითი უნარი გაზრდილიყო, განსაკუთრებით პანდემიით შექმნილ ვითარებაში. მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვს, რთველი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა.
 
    დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხდება რქაწითელის ჯიშის ყურძნის და ადრეული ჯიშების, როგორიც არის მუსკატი, შარდონი და სხვა საშამპანურე ჯიშების ყურძნის ჩაბარება. ჯერ ინტენსიურად არ დაწყებულა საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარება. საფერავზე მოთხოვნა არის და ფასიც 1 ლარზე მეტი იქნება. დანარჩენ ფასს განსაზღვრავს ბაზარი იმ მოთხოვნით, რა მოთხოვნაც არსებობს და იმ მიწოდებით, რა მიწოდებაც არის. წელს მოსავალი საკმაოდ დიდია. მოლოდინია, რომ მოსავალი იქნება რეკორდული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно