როგორ შევცვალოთ წარუმატებელი ცხოვრება? – 8 ფსიქოლოგიური ხერხი


 

     ცხოვრების რადიკალურად შეცვლა იოლი არაა. ჯობს, მარტივი გზით ისარგებლოთ – მცირე ნაბიჯებით დაიწყეთ, რომლებიც მალე ჩვევად გექცევათ. გთავაზობთ 8 მარტივ წესს იმისთვის, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება იგრძნოთ:


1. იაზროვნეთ პოზიტიურად


     ემოციები აზრებსა და ქცევებზე დიდ ზეგავლენას ახდენენ. ამიტომ, როდესაც გაღიზიანებულები ვართ, არაფრის გაკეთების სურვილი არ გვაქვს. დიახ, ნეგატიურ ემოციებს ვერსად გავექცევით. თუმცა, პოზიტიურად აზროვნებაშიც არაფერი გვიშლის ხელს.

 

 

     . შემოიღეთ მადლიერების დღიური, რომელშც ყოველ დღე ჩაწერთ იმას, თუ რისთვის ხართ მადლობელი და ეცადეთ ნაკლებად იდარდოთ იმის გამო, რაც არ გაგაჩნიათ. მადლიერება უფრო ბედნიერად გვაგრძნობინებს თავს, აამაღლებს პროდუქტიულობას და ძილზეც დადებითად მოქმედებს.

 


     გარშემო პოზიტიური ადამიანები იყოლიეთ, ემოციები ხომ გადამდებია.


 

 

     იაქტიურეთ. უმოქმედობის დროს ცუდი აზრები გვიტრიალებს თავში და სისულელეების გამო ვღელავთ ხოლმე. სპორტით დაკავება კი, მაგალითად, ენდორფინების გამოყოფას უწყობს ხელს.


 

2. მაღვიძარა ჩვეულ დროზე ნახევარი საათით ადრე დააყენეთ


     მრავალი წარმატებული ადამიანი ძალიან ადრე დგება. რა თქმა უნდა, არ უნდა მიბაძოთ ტიმ კუკს „ეპლიდან", რომელიც 3:45–ზე იღვიძებს, თუმცა ნახევარი საათით ადრე რომ ადგეთ, უკეთესია. დამატებითი თავისუფალი დრო გაგიჩნდებათ, რომელსაც სპორტზე, ოჯახთან ერთად საუზმეზე ან კითხვაზე დახარჯავთ. სამსახურშიც აღარ დააგვიანებთ და თავს წარუმატებლად არ იგრძნობთ.


3. მყისიერად მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე


     რამდენი დრო უნდა ლოგინის გასწორებას ან ჭურჭლის რეცხვას? 5 წუთი? თუმცა ჩვენ ხშირად გადავდებთ ხოლმე ასეთ საქმეებს. ისინი კი სწრაფად გროვდებიან და შემდეგ ნერვებზე მოქმედებენ. მაშინვე თუ მიალაგებთ თქვენ გარშემო სივრცეს, ზედმეტ თავის ტკივილს აიცდენთ. ამის გარდა პროდუქტიულობის ამაღლებასაც იგრძნობთ.

 

5. ნუ იღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ მოვალეობებს



     ხშირად დიდ მიზნებს ვისახავთ და ნახევარ გზაზე ხალისს ვკარგავთ. მეტად იოლია მარტივ და მკაფიო მიზნებს მივყვეთ. მცირეთი დაიწყეთ. ჯერ ერთ დარგში დაიხვეწეთ, შემდეგ მეორეში. ნუ შეპირდებით იმის შესრულებას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ.


6. ნუ ხართ პროგნოზირებადი


     ყოველ დღე ერთი და იგივე საქმის კეთება რუტინაში ჩაგითრევთ. ეცადეთ თავი დააღწიოთ ერთფეროვნებას, გამოდით ზონის კომფორტიდან კვირაში ერთხელ მაინც და რამე ახალი გააკეთეთ. მაგალითად, სხვა კაფეში ისადილეთ ან საყიდლებზე სხვა მაღაზიაში წადით. ახალი შთაბეჭდილებები თავს უფრო ბედნიერად გვაგრძნობინებენ და ენეგიით გვმუხტავენ.


7. წუწუნის მაგივრად მადლიერება გამოხატეთ


     მადლობელი იყავით იმისთვის, რაც დღეს გადაგხდათ თავს. მადლიერი ადამიანები უფრო ენერგიულები, ყურადღებიანები და მიზანდასახულები არიან. მადლიერება დეპრესიასთან ბრძოლაში გვეხმარება. მადლიერი ადამიანები სხვა ადამიანებსაც უფრო ხშირად ეხმარებიან, მატერიალურ ფასეულობებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ და დიდად შურიანებიც არ არიან. გადაუხადეთ მადლობა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს – თქვენც ხომ გსიამოვნებთ მადლობას რომ გეუბნებიან?


 

8. ნუ ედრებით სხვებს

     შეეშვით სხვებთან თავის შედარებას. ყოველთვის იქნება ის, ვინც თქვენზე მეტს იშოვის, უფრო დიდი სახლი ან ძვირადღირებული მანქანა ექნება. სხვებს რომ ედრებით, სხვისი წარმატების საზომით აფასებთ თავს. ამის მაგივრად გაიაზრეთ, რას ნიშნავს წარმატება პირადად თქვენთვის. 

9. გააკეთეთ ის, რასაც დიდი ხანია აპირებდით

     თითოეული ჩვენთაგანი რამე საქმის გაკეთებას აპირებს, მაგრამ დროს აჭიანურებს – სადაზღვეო კომპანიაში დარეკვა, დალაგება, ან ახალი ნივთის ყიდვა. დროთა განმავლობაში ასეთი წვრილმანი საქმეები გროვდება და მოდუნებას გვიშლიან. შეძლებისდაგვარად ეცადეთ შეასრულოთ ასეთი საქმეები მაშინვე, როგორც კი გაგახსენდებათ. ან თითო–თითო დაიმატეთ დღის წესრიგის სიაში. მას შემდეგ რაც ძირითად საქმეებს მოითავებთ, გააკეთეთ ის, რასაც დიდი ხანია აპირებდით, თქვენ თვითონვე გაგიკვირდებათ, რამდენად ბედნიერად და პრდუქტიულად იგრძნობთ თავს, მას შემდეგ, რაც ამ ტვირთს მოიშორებთ.

 




 

скачать dle 11.0фильмы бесплатно