სამარხვო ტორტი


საჭირო ინგრედიენტები:
3ჭიქა ფქვილი;
2 ჭიქა შაქარი;
2 ს/კ თაფლი;
4ს/კ ზეთი;
სოდა 1ჩ/კ;
ძმარი 2ჩ/კ;
ვანილი.
 
კრემი:
 
ნახევარი ჭიქა ფქვილი;
ნახევარი ჭიქა შქარი;
5–6 სუფრის კოვზი მანანის ბურღული;
2–2,5 ჭიქა წყალი;
100 გრამი სამარხო კარაქი ან მარგარინი.
ლიმონი.

     2 ჭიქა თბილ წყალს დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 4 სუფრის კოვზი ზეთი, 3 ჭიქა ფქვილი, 2 ჩაის კოვზი ძმარში გახსნილი სოდა, ვანილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ, გავყოთ 2 ნაწილად. ერთ ნაწილს დავამატოთ 4 სუფრის კოვზი კაკაო. გამოვაცხოთ ცხელ, ცხიმწასმულ პერგამენტის ქათალდჩაფენილ ტაფაზე 240–250 გრადუსზე.

     სქელ ქვაბში ავრიოთ მშრალი ინგრედიენტები, ჩავასხათ ცივი წყალი, კარგად გავხსნათ, დავამატოთ სამარხო კარაქი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ვურიოთ, ადუღებიდან ვხარშოთ 5–10 წუთი. გამოვრთოთ, დავამატოთ მეოთხედი ლიმონის წვენი და ცედრა. გავაგრილოთ.

    ნამცხვრის ფირფიტა შეიძლება გავჭრათ ორად, შიძლება ისეც დავტოვოთ. წავუსვათ გაგრილებული კრემი. ზემოდან მოვრთოთ ხილით – კივი, ფორთოხალი ან ბანანი. 1 საათი გავაჩეროთ მაცივარში.
 
გემრიელად მიირთვით!
ანა ბახტაძე
ultrapress.ge
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно