,,საინფორმაციო იერიშს ადამიანთა ცნობიერებაზე ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ უპასუხა"– ივანიშვილი


      ,,მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე"– ამ სიტყვებით ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ საქართველოში მედიის მუშაობა შეაფასა.

      ივანიშვილის აზრით საინფორმაციო ომს, როგორც გამოწვევას ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ უპასუხა.
 
      „რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები ტყუილის წარმოების კონვეინერში ჩართული პოლიტიკოსები და ე.წ. ექსპერტები მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის სასოწარკვეთილებისა და შიშის ატმოსფეროს. 

     ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების საქმიანობის შედეგი, რომელიც თითქოს არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

     ცხადია, ეს ბრალდებები არცერთი, მეტ-ნაკლებად, სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული, თუმცა, შეჭირვებული და სიდუხჭირით დაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იჯერებენ. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოში მიმდინარეობს არნახული საინფორმაციო იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე.

     დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ, ამ ნეგატიურმა ტრენდმა საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно