"საპატრიარქო" ბრძანდებით, თუ რაიმე სხვა დანიშნულების მქონე ორგანიზაცია?– ჯუმბერ კირვალიძე


         პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"–ის გადაცემა ,,არჩევანში" გიორგი გაბუანიას მიერ ღვთისმშობლის შეურაცხყოფას,,ფეისბუქზე" ეხმიანება:

 
     ,,ქართველო ერო, თუკი ხარ კიდევ ერი, ამის მოთმენა ღვთის გმობაა და გესმით ეს თქვენ, თუ მაინცა და მაინც რაიმე ბუნებრივი უბედურება უნდა დაგვატყდეს თავს (დამანგრეველი მიწისძვრა და ათეულ ათასობით დაღუპული!), რომ ხმა ამოიღოთ და წინ აღუდგეთ ამ იქედნეს ნაშიერთ???!!! საქართველოს საპატრიარქო, თქვენ ქრისტეს ეკლესიის "საპატრიარქო" ბრძანდებით, თუ რაიმე სხვა დანიშნულების მქონე ორგანიზაცია??!! საქართველოში ხომ ეპისკოპოსები ეპისკოპოსები არიან, მღვდლები მღვდლები, ბერ-მონაზონები ბერ-მონაზონები, მერე რატომ არაფერს ამბობენ, თუ ჰგონიათ, რომ "დიდსულოვნებას და მიტევებას" ამოფარებულნი ღვთისმშობელი დედა აპატიებს და მაცხოვარი შეუნდობს მათ ასეთი დუმილის გამო?! "უფალი" ბ. ივანიშვილის ანტიქრისტიანული, ანტიეროვნული, უზნეო ხელისუფლებაც არ დაგვავიწყდეს, თავისი მინისტრებით-პარლამენტარებით, რაც მთავარი მიზეზი გახლავთ ღმერთთან მებრძოლი გაბუნია-გვარამიების მომწამლავი არსებობისა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში"- წერს ჯუმბერ კირვალიძე.
 
      „დღეს სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარი გვყავს მარიამი იარაღით, მაგრამ იარაღი სათამაშოა და ის თავს ვერ მოიკლავს და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს"- განაცხადა გიორგი გაბუნიამ „არჩევანის" ეთერში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно