,,ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას" –საგარეო უწყების პირველი კომენტარი


     სირიის არაბთა რესბუბლიკის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. ,,სამრეთ ოსეთის" ,,დამოუკიდებლობის" აღიარებას საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ.

      დავით დონდუას განმარტებით, ასადის რეჟიმმა აღნიშნული ქმედებით მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას.

         მისი თქმით საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწვეტის მიზნით პროცედურები უკვე დაიწყო.

      ,,აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო საართლის და ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევევაა. აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორცელებულ სამხედრო აგრესიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. 

     ამ გზით სირიის რეჟიმმა უგუვებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შესახებ ურღვეობის საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. 

     აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. 

     ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. 

     საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობასმ დაგმოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ,"– განაცხადა საგარეო უწყების მინისტრის მოადგილემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно