,,მთავარი პროკურორის პოსტზე კახიშვილი შესაფერისი იქნება" – სოფიო კილაძე


     ,,მთავარი პროკურორის პოსტზე კახიშვილი შესაფერისი იქნება,–" ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

     მისი თქმით, მთავარი პროკურორის კონკრეტულ კანდიდატურაზე მსჯელობა ჯერ არ გამართულა.

     ,,ეს ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება და რომლის მიმართაც კითხვები არ იქნება, რათა ეს პროცესები სწორად წავიდეს. კახი კახიშვილზე პირდაპირ საუბარი ჯერ არ ყოფილა, თუმცა ეს ადამიანი თავისი კვალფიკაციით, წარსულითა და მის მიერ გაკეთებული გატარებული რეფორმებით, რომელიც უპრეცედენტოა და დასავლეთთან თავს ვიწონებთ, მგონია, რომ შესაფერისი იქნება, მაგრამ ამ საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა”, – განაცხადა კილაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно