,,გეგონათ კვლავ იგრიალებდით მიშას საძინებელში, ფულებში, ძვირფას საჩუქრებში"– მჟავანაძე


     ,,უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:  
 
      ,,როგორ ცქმუტავდით ნარკოსექსმედია ამ დღეებში. გეგონათ დადგა სანატრელი დღე და თქვენი სულიერი ლიდერი სააკაშვილიც დაბრუნდებოდა, დაბრუნდებოდა ის დროც როცა ხალხის წამების ხარჯზე კვლავ იგრიალებდით, იგრიალებდით მიშას საძინებელში, ფულებში, ძვირფას საჩუქრებში.

     ეჰ, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა და ხალხის მიერ აქციის დატოვებამ თქვენი ოცნებებიც დაამსხვრია. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ვიცი რა ძნელი იქნება თქვენთვის ამის შემდეგ ივანიშვილის ბრიფინგებზე ჯდომა და მისგან მიჯირყვნა, თქვენ ხომ სააკაშვილის ბრიფინგებზე ოცნებობდით პრეზიდენტის რეზიდენციაში, იმ რეზიდენციაში სადაც თქვენ მარტო ბრიფინგების გასაშუქებლად არ დადიოდით.ასე რომ გამაგრდით და შეეგუეთ იმასაც რომ მალე ტელეეთერების მიღმაც მოგიწევთ დარჩენა, რადგან თქვენ ხალხის პატიებას კვლავ ბოროტების მსახურებით უპასუხეთ,"– წერს ნიკა მჟავანაძე.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно