,,არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ"– კვირიკაშვილი


     ,,არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ,"– ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. 

      ,,რაც შეხება ამ პროცესებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ასეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაშია, პასუხის გაცემისთვის არის ის ფორმატები, რომლებზეც ახლა მოგახსენეთ. ასეთ ფორმატებში უნდა გაეცეს პასუხი ყველა კითხვას და აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ აბსოლუტურად არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე მაქსიმალურად გაეცეს პასუხი, მაგრამ ჩვენ ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა,"–განაცხადა კვირიკაშვილმა.

      კვირიკაშვილის განცხადებით,  უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება.

     მისი თქმით შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს კონკრეტულ პროცედურებს, რათა გამოიკვეთოს დანაშაულის შუტყობინებლობისა და მოწმეთა ზეწოლის შესაძლო ფაქტები.
 
     ,,პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე, შევაჯერეთ პოზიციები. როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. ხვალიდანვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეჯერდება პოზიციები, ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში უკვე კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. ასე რომ ეს პროცესი დაიწყო.

     ასევე, მინდა გითხრათ, რომ ორი დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად შევხვდი სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას. მან მოგვაწოდა ის კითხვები, რომლებიც კონკრეტულად სარალიძისა და დადუნაშვილის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო დაკითხვების პროცედურები კონკრეტულად დანაშაულის შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით. ასე, რომ ეს პროცესიც დაწყებულია,"– აღნიშნა პრემიერმა.

     კვირიკაშვილის თქმით, ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას დაიწყებს.

     ასევე, ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით დაიწყებს მსჯელობას მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეს კონსულტაციები იქნება მაქსიმალურად ფართო. ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურას, რომელიც იქნება შერჩეული, ჰქონდეს მაქსიმალური ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან. დღეს შევჯერდით მხოლოდ პრინციპებზე. კონკრეტულ კანდიდატურებზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც მთავრობის მიერ დამტკიცებული კონკრეტული კანდიდატურა პარლამენტს გაეგზავნება.
  
   

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно