ზაზა სარალიძემ და ნინო ლომჯარიამ ვაკის პარკი ინციდენტის შემდეგ დატოვეს


     აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში განაცხადა, რომელმაც აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე" დატოვა.

     ნინო ლომჯარიას აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ომბუდსმენმა ვაკის პარკი დატოვა. მასთან ერთად ვაკის პარკის ტერიტორია დატოვა ზაზა სარალიძემაც.
   
     ლომჯარიას განმარტებით, ზაზა სარალიძესთან სამართლებრივ საკითხებზე საუბრობდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. 
     
      ზაზა სარალიძემ აქციის დატოვების მიზეზად ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა გავრცელებული ვერსიით მის გადაწყვეტილებაზე გავლენა სახალხო დამცველმა მოახდინა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно