,,თქვენ იცით მძღოლი?" ,,არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს"– ,,მკვლელობის საქმის გამყალბებელს თვალებში ჩავხედე"– რუსუდან შარაძე


     აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე, ,,ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:   
 
      ,,გუშინ, შევედი სტუდიაში... 
      სულ რამდენიმე წუთში, ეთერში ვარ, ვანიჩკასთან. ის წუთია, სოსო ალავიძემ დაამთავრა გამოსვლა და უნდა დამითმოს ადგილი. 
      გავშალე ხელები და გავემართე, შეძახილით: 
     - ბატონო სოსოო! 20 წელია, ამ დღეზე ვოცნებობ! 
     გაშალა ბატონმა სოსომაც ხელები და მოექანება ჩემსკენ, ჩასახუტებლად, თავის მომნუსხავი ღიმილით. მხურვალედ ჩამომართვა ხელი, სადაცაა უნდა გადამეხვიოს და ვეუბნები : 
     - როდის იტყვით, ვისი დავალებით გამოაცხადეთ ლოგინში, მძინარე მოკლული ჩემი ძმა, ლაშა, თვითმკვლელად? საფლავში უნდა წაიღოთ ეს საიდუმლო ?
     და ბატონი სოსოს პასუხი? (აქ აღარ მოვყვები, რადაემართა მის ჰოლივუდურ ღიმილს) 
     - მძღოლი !.. თქვენ იცით მძღოლი?.. მე არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს.
     ღმერთმა ასი წელი გაცოცოხლოთ-მეთქი და გააგრძელა ბოდვა.
     ვუთხარი, რომ ახლა თქვენ ისეთი დაბნეული ხართ, ბევრ სისულელეს ლაპარაკობთ და ჯობია, არაფერი თქვათ…
ამასობაში, ვანიჩკა კივის - ეთერიიიი !
     სოსო (რა დამთხვევაა) გადის სტუდიიდან და მივაძახე - რაც აქ დაგაკელით, ეთერიდან დაგაწევთ-მეთქი და ჩართვაც დაიწყო. 
ვიღას ახსოვდა სოსო ალავიძე…
     აქ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ 20 წლის ნატვრა ამიხდა და ჩემი ძმის მკვლელობის გამყალბებელს თვალებში ჩავხედე, არამედ მისი რეაქცია :
     - რა მძღოლი ?

     1998 წლის 17 ივნისს, 2 დღის განმვალობაში, ლაშა რომ ვერსად ვიპოვნეთ, ვერც მკვდარი და ვერც ცოცხალი, დედაჩემი და მამაჩემი, მძღოლთნ ერთად, მივიდენ მცხეთის ქუჩაზე, სადაც ლაშა ცხოვრობდა. ბელეტაჟია და მამაჩემმა სთხოვა მძღოლს, აძვერი აივანზე და ნახე, სახლში რა ხდებაო. ზაფხული იყო იყო და საძინებლის კარი ღია ჰქონდა დატოვებული ლაშას. ავიდა მძღოლი და წამში, ღრიალით უკან, აივანზე გამოვარდა, თავში იცემდა ხელებს და მოთქვამდა, დავიღუპეთო !

      რა ნახა მძღოლმა ?
  
     ლაშა - ლოგინში, ქვედა საცვლით, საბანი ფეხებთან, ერთი ხელი თავქვეშ და მეორე ხელი იდაყვზე, ტვინი გავხრეტილი და რაც ყველაზე მტკივნეული და აუტანელია - სიცხის გამო, ხრწნადაწყებული ცხედარი!

     ბატონო სოსო!!! რა მძღოლი ? თქვენ გინდოდათ თქმა, რომ ის რამეში დამნაშავეა ? თუ ასეა, 1998 წლიდან, რატომ ინახავთ ამ საიდუმლოს?
შესაძლოა, რამეს ვაკლებ, ან სიტყვა-სიტყვით ვერ გადმოვცემ, მაგრამ ამ საუბრის მოწმეა ,,ნახევარი" ,,იბერია" და მართალია, ეთერში არ ვიყავით, მაგრამ კამერები ჩართული იყო,"– წერს რუსუდან შარაძე.
скачать dle 11.0фильмы бесплатно