,,ახლა კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას, რომელმაც კიდევ ფეხებზე დაგვიკიდა"– სარალიძე


     რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვა. მისი თქმით, ხორავას საქმის გამოძიება თავიდანვე გახარიას უწყებამ დაიწყო.

     „ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო გახარიას უწყებამ და რამდენიმე დღეში გადაეცა პროკურატურას, ანუ რისი თქმა მინდა, გახარიას უწყებამ დაიწყო პირველი გაყალბება ამ საქმის და ბოლოს, როდესაც უკვე ქუჩაში მომიწია თქვენი დახმარებით უკვე გამოსვლა, ისევ დაუბრუნეს გახარიას უწყებას. არ ვენდობი გახარიას უწყებას, მაგრამ გადავდგი ნაბიჯი, მივეცი 10 რიცხვამდე დრო, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ. იმის მაგივრად, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ ისევ და ისევ, გააგრძელეს ჩემი შვილის სულში ჩაფურთხება და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის სულში ჩაფურთხება... ახლა კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას, რომელმაც კიდევ ფეხებზე დაგვიკიდა," - განაცხადა სარალიძემ.

     ზაზა სარალიძემ ასევე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაგომა მოითხოვა, რათა მთავარი პროკურორი საზოგადოებამ აირჩიოს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно