დარჩება, თუა არა თეა წულუკიანი თანამდებობაზე? – წულუკიანის კომენტარი


      თეა წულუკიანი შვებულების შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. იუსტიციის მინისტრი არ აკონკრეტებს დარჩება, თუ არა თანამდებობაზე.
 
     წულუკიანის განმარტებით, პრემიერის გადასაწყვეტია დარჩება თუ არა ის თანამდებობაზე. მისი თქმით, მამუკა ბახტაძის შესაბამისი განცხადების შემდეგ ის თავად გადაწყვეტს დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში.
 
 
     „თქვენი გული რას ამბობს...  რაც შეეხება მინისტრი დარჩება თუ არა პოზიციაზე, ამას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი მინისტრი არ წყვეტს. ის იღებს  ბოლოს სურს თუ არა დარჩეს ამ პოზიციაზე გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ ნაადრევია იმიტომ, რომ კანონები უნდა გამოქვეყნდეს რომლებმაც მცირე მთავრობის კონცეფცია უნდა შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში. ამის შემდეგ  კანონით დადგენილი წესით საქართველოს პრემიერ- მინისტრი წარმოადგენს შემადგენლობას და ამის შემდეგ შეგეძლებათ თქვენ დამისვათ ის კითხვა რაც დღეს დამისვით,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно